საგანმანათლებლო პროექტები

                                                     ანგარიში


 2013–2014 სასწავლო წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების შესახებ განაცხადი შევიტანე სამოქალაქო განათლების  მიმართულებით, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრში. ჩვენ გავიარეთ კონკურსი და N15–საჯარო სკოლა იმერეთის მასშტაბით მოხვდა იმ ხუთ სკოლაში, რომელებიც  დაჯილდოვდნენ 5000 ლარის ტექნიკით. ვფიქრობ, ეს არა მარტო ჩემი, არამედ იმ არაჩვეულებრივი გუნდის დამსახურებაა, რომელიც შედგებოდა სკოლის ორი კლუბის სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია“ და დებატ–კლუბის ,,ღირსება“ წევრებით, ჩემი კათედრის აქტიური წევრებით, დირექციის ხელშეწყობით. ვფიქრობ ასეთი თანამშრომლობით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.
   მინდა კიდევ  ერთხელ  მადლობა გამოვხატო ჩემი მოსწავლეების მიმართ, რომლებიც სკოლაში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ერთგულად ელოდებოდნენ თითოეულ შეხვედრას, როგორც ოფიციალურს, ასევე არაოფიციალურს. ისინი 4–5 საათამდე ატარებდენ უკვე დროს სკოლაში. ერთად ვგეგმავდით, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებელები. ასევე ძალიან დიდი მადლობა პარტნიორ სკოლებს: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლას (დირექტორი მაია მამისეიშვილი) და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლას (დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე).დიდ მადლობას ვუხდით ყველანი ერთად ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორს და მათ თანამაშრომლებს გულისხმიერი და მეგობრული დამოკიდებულებისათვის.
   ეს იყო ჩვენი პირველი სერიოზულად გადადგმული ნაბიჯი ამ რესურსის (5000 ლარის ტექნიკა) მოსაპოვებლად, თუმცა გასულ 2012–2013 სასწავლო წელს მოვიპოვე გრანტი 500 დოლარი, პროექტის: აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი მომავალია! დასაფინანსებლად, წელს 2013–2014 წელს ასევე 500 დოლარით დაფინანსდა პროექტი,,ქართული ბიზნესი დღეს და ხვალ“. პროექტი იმდენად მასშტაბური და შედეგის მომტანი გახდა, ჩვენი სკოლები ახალი პროექტით ითანამშრომლებს ქუთაისის უნივერსიტეტთან. მადლობა მათ აქტიური მხარდაჭერისა და ნდობისთვის. იმედია მომავლაში კიდევ უფრო მეტად შევძლებთ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოსწავლეებზე.

განხორციელებული პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი:  ნათია კალანდაძე




  


   

  
ჩვენს მიერ განხორციელებული სასწავლო–საგანამანთლებლო პროექტების ბლოგები და ვიდეო მასალა:



,,აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი მომავალია"

ბლოგი  :  http://15skola.wordpress.com/

 ,,საქართველო დღეს"

1.      ბლოგი   http://saqartvelodges.wordpress.com/ 

I   ნაწილი   https://www.youtube.com/watch?v=m-8YYblwbnM რაჭა

 II  ნაწილი    https://www.youtube.com/watch?v=8I1kcW90SOU  რაჭა


  https://www.youtube.com/watch?v=DXMbYvpvI8o ქუთაისი, N15 საჯარო სკოლა, მრგვალი მაგიდა

2.      http://qartulibiznesi.wordpress.com/  ,,ქართული ბიზნესი დღეს და ხვალ"

   ფორუმი  https://www.youtube.com/watch?v=vRImqRQm5ow  2013 წლის 12 დეკემბერი



    https://www.youtube.com/watch?v=P3-d6A73YLA   პროექტის შეჯამების ლინკი




   https://www.youtube.com/watch?v=0grV4H3hz8U  პროექტის  შეჯამების ლინკი


3.         http://warsulisgacocxleba.blogspot.com/                ,,წარსულის გაცოცხლება"


4. http://debatklubigirseba.blogspot.com/2014/02/140214_15.html    ,,წიგნი სიყვარულია"











No comments:

Post a Comment