- 2008 წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ,ისტ მენეჯერებისა და პედაგოგების ერთობლივი გადამზადების კურსი“
- 2009• მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი–,,ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“
- 2011 ინტერნიუს–საქართველო–,,ევროკავშირის სემინარი“
- 2012 PH international – ა(ა)იპ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი”,,დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“
- 2013 საერთაშორისო ორგანიზაცია KUTAISI LIONS CLUB ,,უნარები მოზარდებისათვის–სწავლების მეთოდოლოგია“
- 2008 წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ,ისტ მენეჯერებისა და პედაგოგების ერთობლივი გადამზადების კურსი“
- 2009• მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი–,,ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“
- 2011 ინტერნიუს–საქართველო–,,ევროკავშირის სემინარი“
- 2012 PH international – ა(ა)იპ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი”,,დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“
- 2013 საერთაშორისო ორგანიზაცია KUTAISI LIONS CLUB ,,უნარები მოზარდებისათვის–სწავლების მეთოდოლოგია“
2013 წელი
ა ნ გ ა რ ი შ ი
ღონისძიების დასახელება: ტრენინგი–,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარება,
თვითსეფასება და ურთიერთშეფასება“
მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის ხელშეწყობა,
თვითშეფასების და კოლეგების ურთიერთშეფასების უნარების ჩამოყალიბება.
ჩატარების ადგილი: ქ.ქუთაისი; მასწავლებლის სახლი
ორგანიზაცია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; მასწავლებელთა სახლი
ტრენინგის ხანგრძლივობა:
2 დღე; 10სთ.
თარიღი: 18, 19 ივლისი
აღნიშნულ ტრენინგზე
განხილულ იქნა ეროვნული სასწავლო გეგმის
მნიშვნელობა. ვიმსჯელეთ ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარ ამოცანაზე–შექმნას ეროვნული
მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები, მიზნიდან გამომდინარე,
მის არჩევანზე, რომელიც გულისხმობს პიროვნების განვითრებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო
კონცეფციას. ხაზგასმულ იქნა ის გარემოება, რომ პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო
პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი.
შედეგზე ორიენტირება კი გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ
დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.
ეროვნული სასწავლო
გეგმის განმახორციელებელი ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მქონე ორგანიზაცია–სკოლა.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მოსწავლის აკადემიურ წარმატებას სხვა ფაქტორებთან ერთად გამოიყოფა სამი ძირითადი: სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლე.სკოლა აღიარებულია წარმატების მიღწევის
ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, მისი პოზიტიური გავლენა კი მოსწავლის განვითარებაზე
მით უფრო მაღალია, რაც უფრო მეტად წარმატებულია იგი. ამ ორგანიზაციის წარმატებას კი
განსაზღვრავს წარმატებული სკოლების სტანდარტები და ინდიკატორები. მათი არსებობა სკოლის
ხელმძღვანელებს ნათელ წარმოდგენას აძლევს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა,
რა პროცესები უნდა მიმდინარეობდეს სკოლასი იმისათვის, რომ მან შეძლოს თავისი უმთავრესი
დანიშნულების, მოსწავლეების მაღალი მიღწევების უზრუნველყოფა.
საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მსჯელობა
შეფასების ფორმებზე. ვეთანხმები იმ აზრს, რომ შეფასების სტანდარტების ფორმულირება მოსამზადებელი
ეტაპის დამაგვირგინებელი ნაბიჯია.კიდევ ერთხელ დავფიქრდი და გავაანალიზე სამი კომპონენტის
მნიშვნელობა: კომუნიკაცია, თანამაშრომლობა(კოოპერაცია)
და შეფასების პრიორიტეტულობისადმი ერთგულება.
მასწავლებლის
პროფესიულ განვითარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის წინსვლის,
პიროვნული ჩამოყალიბების და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებისთვის. თითოეული
ეს ფაქტი ხელს უწყობს ნებისმიერი ადამიანის კეთილდღეობას, იმ ღირებულების შემეცნებას,
რაც გულისხმობს იმას, რომ პროფესიონალებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ: მათი უმთავრესი
მიზანი არის მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება. რეალურია ის ფაქტი, რომ პროფესიული
განვითარება მასწავლებლის ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობ,
რომ პედაგოგის მუშაობა დაფუძნებული უნდა იყოს შემდეგ ფაქტორებზე: ეფექტიანი სწავლა
და სწავლება, კლასის მართვა, შეფასება და სასწავლო გეგმა. პროფესიული განვითარება
არის თანამშრომლობითი პროცესი, რომლის დროსაც ხდება რეფლექსია და კომენტარების გაცვლა.არასდროს
არ მოგვიტანს შედეგს ინდივიდუალური და კოლეგებისაგან იზოლირებული შესწავლა და კვლევა–ძიება.
თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ დღეს ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი არ ჩამოყალიბებულა,
ის ჩანასახის მდგომარეობაშია, ჯერ კიდევ უჭირთ პედაგოგებს ამ ცნების გააზრება, ისინი
სხვაგვარად უყურებენ ამ საკითხს. იმედია ეს პრობლემა დროთა განმავლობაშ მოგვარდება
და ეს შედეგს მოუტანს, როგორც მოსწავლეებს, ასევე ქართული სახელმწიფოს საზოგადოებას.
აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ პროფესიული განვითარება არის ინდივიდუალური
და გუნდური ვალდებულება განათლების სისტემის ყველა დონეზე: მასწავლებლებისთვის, სკოლებისა
და სახელმწიფოსთვის.
განვიხილეთ პროფესიული განვითარების სქემა,
მუშაობა წარიმართა ჯგუფურად.შვავსეთ
ცხრილი პოფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული აქტივობების შეფასების შესახებ. რა აქტივობები შეიძლება
იყოს შერჩეული შესაფასებლად, ვინ და როგორ უნდა შეაფასოს. ჩვენი ნამუშევრები შევადარეთ
პირველი დღის ნამუშევრებს. ჩემთვის საკმაოდ
საინტერესო იყო პედაგოგების ერთობლივი ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია.ასევე
შევაჯერეთ სხვადასხვა მოსაზრებები.ტრენინგის ბოლოს ისაუბრა პროფესიული განვითარების საერთაშორისო გამოცდილებაზე და მის დანერგვაზე საქართველოში.
ისტორიის პედაგოგი: ნათია კალანდაძე
ა ნ გ ა რ ი შ ი
ღონისძიების დასახელება: ტრენინგი–,,მასწავლებელთა გადამზადების გრძელვადიანი
პროგრამა სამოქალაქო განათლებაში“
I მოდული: ,,სამოქალაქო
განათლების დანიშნულება და
საფუძვლები”
ჩატარების ადგილი: ქ.ქუთაისი; მასწავლებლის სახლი
ორგანიზაცია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი; მასწავლებელთა
სახლი
ტრენინგის ხანგრძლივობა: დღე; 15 სთ.
თარიღი:
მიზანი :
Ø
მასწავლებლის საკუთარი პროფესიისადმი პიროვნული დამოკიდებულებების გაცნობიერება
Ø
საერთო ხედვისა და ღირებულებების მნიშვნელობის გააზრება
სწავლა-სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში
Ø
სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის გაანალიზება პრაქტიკული
სავარჯიშოებით (საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, კანონი
ზოგადი განათლების შესახებ, ზოგადი განათლების ეროვნული საკვალლიფიკაციო ჩარჩო, ეროვნული
სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი).
Ø
სამოაქალაქო განათლების სხვადასხვა კონცეფციებზე ყურადღების
გამახვილება: დ.უზნაძის და ჯ.დიუის საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკასთან.
რეზიუმე:
Ø
ტრენინგის დასაწყისში მოხდა ტრენინგის მონაწილეთა უთიერთგაცნობა.
Ø
ტრენერმა მონაწილეებს გაგვაცნო ტრენინგის პროგრამა.
გონებრივი იერიშის მეთოდით შევიმუშავეთ თანამშრომლობის წესები. შეიქმნა სასიამოვნო
და სამუშაო გარემო მონაწილეებისათვის.
Ø
თითოეული
დღის მანძილზე ვიმსჯელეთ,სამოქალაქო განათლების ფუნქციასა და მნიშვნელობაზე.სამოქალაქო განათლების
მნიშვნელობის გაანალიზებას ვახდენდით პრაქტიკული
სავარჯიშოებით (საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, კანონი
ზოგადი განათლების შესახებ, ზოგადი განათლების ეროვნული საკვალლიფიკაციო ჩარჩო, ეროვნული
სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი).
ვასრულებდით დამოუკიდებელი სამუშაოებს, შემდეგ ვაცნობდით
ერთმანეთს, ვმუშაობდით ჯგუფურად და ვაკეთებდით პრეზენტაციებს სხვადასხვა თემებზე.გვქონდა
ასევე დისკუსიები და დებატები განსახილველ საკითხებზე.
ყოველი დღის ბოლოს ტრენერი აკეთებდა უკუკავშირს,თუ როგორ გავდივართ მიზნიდან შედეგზე, რა როლი აკისრია
სამოქალაქო განათლებას პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, რა რესურსები გვაქვს საამისოდ.
შევეცდები მიღებული ცოდნა და გამოცდილება დავნერგო სასწავლო პრაქტიკაში, გამოვიყენო
კოლეგებთან ურთიერთობაში.
ისტორიის პედაგოგი: ნათია კალანდაძე
ა ნ გ ა რ ი შ ი
ღონისძიების დასახელება: ტრენინგი–,,მასწავლებელთა გადამზადების გრძელვადიანი
პროგრამა სამოქალაქო განათლებაში“
II მოდული: ,,სამოქალაქო
განათლების მიმართულება და კომპონენტები”
ჩატარების ადგილი: ქ.ქუთაისი; მასწავლებლის სახლი
ორგანიზაცია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი; მასწავლებელთა
სახლი
ტრენინგის ხანგრძლივობა: დღე; 36 სთ.
თარიღი:
მიზანი :
Ø
მასწავლებლის
მიერ დეტალურად გაცნობა და გაანალიზება სამოქალაქო განათლების მიმართულებებისა და კომპონენტების.
Ø
სამოქალაქო
და სოციალური კომპეტენციების ჩარჩოს გაცნობა, რისი მეშვეობითაც დაუკავშირდებიან სამოქალაქო
განათლების მიმართულებებსა და კომპონენტებს.გაანალიზებენ სამოქალაქო განათლების ინტერდისციპლინარულ
ხასიათს და კავშირს სხვა საგნების სწავლებასთან ასაკობრივ ჭრილში.
Ø
პრაქტიკული
სავარჯიშოების მეშვეობით განიხილავენ ესგ–ის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამების
სწავლების მიმართულებების, კომპონენტებისა და ძირითადი კომპეტენციების ჭრილში. საგნობრივი
და გამჭოლი კომპეტენციების კავშირს ესგ–ის მაგალითზე.
Ø
პედაგოგები გაეცნობიან სამოქალაქო განათლების საკვანძო
ცნებებს.პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით ააგებენ სამოქალაქო განათლების სწავლების
მიზნებისა და შინაარსის რუკას სხვადასხვა კლასისათვის.
რეზიუმე:
Ø
ტრენერმა მონაწილეებს გაგვაცნო ტრენინგის პროგრამა.
შემეცნებითი რუკის მეშვეობით განვსაზღვრეთ ძირითადი მიმართულებები. თანამშრომლობის
წესებს გულმოდგინედ ვასრულებდით, იყო თბილი და უშუალო გარემო მუშაობისათვის.
Ø
სამუშაო
დღის მანძილზე ვიმსჯელეთ,სამოქალაქო განათლების მიმართულებებსა და კომპონენტებზე.
Ø
გავაანალიზეთ
სამოქალაქო განათლების ინტერდისციპლინარული ხასიათი და კავშირი სხვა საგნების სწავლებასთან
ასაკობრივ ჭრილში.
Ø
გავეცანით
სამოქალაქო განათლების საკვანძო ცნებებს.
ისევე როგორც
გასულ ტრენინგებზე, ანალოგიურად ვასრულებდით დამოუკიდებელ სამუშაოებს, შემდეგ ვაცნობდით
ერთმანეთს, ვმუშაობდით ჯგუფურად და ვაკეთებდით პრეზენტაციებს. გვქონდა ასევე დისკუსიები
და დებატები განსახილველ საკითხებზე, რაც მეტად იძლეოდა აზროვნებისა და გაანალიზების
საშუალებას.ყოველი დღის ბოლოს ტრენერი აკეთებდა უკუკავშირს,თუ როგორ გავდივართ მიზნიდან შედეგზე, რა როლი აკისრია
სამოქალაქო განათლებას პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, რა რესურსები გვაქვს საამისოდ.
შევეცდები მიღებული ცოდნა და გამოცდილება დავნერგო სასწავლო პრაქტიკაში, გამოვიყენო
კოლეგებთან ურთიერთობაში.
განსაკუთრებით
დამაინტერესა სამოქალაქო განათლების კომპონენტებმა, ასევე იმის განისაზღვრამ თუ რა არის კომპეტენცია და რა არის კომპონენტი ამა თუ
იმ საკითხთან დაკავშირებით. საკვანძო კომპეტენციები
ყოველ ინდივიდს სჭირდება პიროვნული სრულყოფისა და განვითარებისათვის, იმისთვის, რო
იყოს აქტიური მოქალაქე, იყოს სოციალურად ჩართული და ჰქონდეს დასაქმების უნარი. დავრწმუნდი,
რომ აუცილებელია ყველა საგნის მასწავლებელმა გაიაროს ეს ტრენინგი, ვინაიდან თითოეული
ჩვენგანმა ხელი უნდა შეუწყოს, პიროვნების მოქალაქის ჩამოყალიბებას.ეს კი საკმაოდ დიდი
მოვალეობაა.
ისტორიის პედაგოგი: ნათია კალანდაძე
ა ნ გ ა რ ი შ ი
ღონისძიების დასახელება: ტრენინგი–,,მასწავლებელთა გადამზადების გრძელვადიანი
პროგრამა სამოქალაქო განათლებაში“
III მოდული: ,,სამოქალაქო განათლების
ძირითადი მეთოდები და რესურსები”
ჩატარების ადგილი: ქ.ქუთაისი; მასწავლებლის სახლი
ორგანიზაცია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი; მასწავლებელთა
სახლი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 დღე ;
36 სთ.
თარიღი: 21. 10.13
– 26.10.13
მიზანი :
Ø
სამოქალაქო განათლების ძირითადი მეთოდური მიდგომები,
რომლებიც ხელს შეუწყობს ნასწავლის პრაქტიკულ განხორციელებას.
Ø
ყურადღების
გამახვილება პრობლემის გადაჭრაზე, ორიენტირებულ სწავლებასა და მის ფორმებზე.
Ø
საპროექტო
სწავლების დაგეგმვა და წარმართვა, რაც უკავშირდება თემთან თანამშრომლობითი სწავლების
სხვადასხვა ფორმას.
Ø
განხილული
მეთოდების შერჩევა, დაგეგმვა და გამოყენება პრაქტიკულად.
რეზიუმე:
Ø
ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებმა გაიცვნეს ერთმანეთი.
Ø
ტრენერმა მონაწილეებს გაგვაცნო ტრენინგის პროგრამა,
მან მაქსიმალურად უზრუნველყო სამუშაო გარემო მონაწილეებისათვის.
ექვსი დღის განმავლობაში განხილულ იქნა შემდეგი მიმართულებები:
Ø
საკლასო
და კლასგარეშე აქტივობები,საგანმანათლებლო საქმიანობის დანიშნულება.
Ø
პრობლემებისა
და მიზნების ფორმულირება.
Ø
პრობლემაზე
ორიენტირებული აქტივობები.
Ø
პრობლემის
იდენტიფიცირება
Ø
მიზეზ–შედეგობრიობა
და განტოტება.
Ø
მიზნების
ფორმულირება.
Ø
სასკოლო
და კლასგარეშე პროექტები.
Ø
პროექტის
მიზნებისა და სასწავლო მიზნების მსგავსება და განსხვავება. კომპეტენციების ჩარჩო.
Ø
ეროვნული
სასწავლო გეგმა: სწავლა–სწავლების პრინციპები.
Ø
საგანმანათლებლო
რესურსები
ვმუშაობდით
ჯგუფურად და ვაკეთებდით პრეზენტაციებს სხვადასხვა თემებზე. გვქონდა ასევე დისკუსიები
და დებატები განსახილველ საკითხებზე. ვფიქრობ ამ მიმართულებით მუშაობამ კიდევ ერთხელ
მოგვცა საშუალება შესწავლილი მასალა გაგვეღრმავებინა და გაგვეანალიზებინა.მხოლოდ ტრენინგი
ტრენინგისთვის, პედაგოგს ვერასდროს მისცემს შედეგს, მთავარია მან ეს ყველაფერი პრაქტიკულად
გამოიყენოს სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესში, რათა დადებითად აისახოს როგორც მოსწავლეზე,
მასწავლებელზე, ასევე სრულიად საზოგადოებაზე.
ისტორიის პედაგოგი: ნათია კალანდაძე
ა ნ გ ა რ ი შ ი
ღონისძიების დასახელება: ტრენინგი–,,მასწავლებელთა გადამზადების გრძელვადიანი
პროგრამა სამოქალაქო განათლებაში“
IV მოდული: ,,მოსწავლეთა შეფასება
სამოქალაქო განათლებაში”
ჩატარების ადგილი: ქ.ქუთაისი; მასწავლებლის სახლი
ორგანიზაცია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი; მასწავლებელთა
სახლი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 დღე ;
24 სთ.
თარიღი: 01. 11.13
– 06.11.13
მიზანი :
Ø
მოსწავლეთა
ზოგადი (ტრანსფერული უნარების) და დამოკიდებულებების შეფასების თავისებურებები.
Ø
შესაფასებელი
სტრატეგიების შემუშავება.
Ø
ზოგადი
და ტრანსფერული უნარების შეფასების მეთოდები,კომპეტენციის მატრიცის შედგენას.
Ø
უნარების
შეფასების სტანდარტული ფორმების ადაპტირება კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით.
რეზიუმე:
Ø
ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებმა გაიცვნეს ერთმანეთი.
Ø
ტრენერმა მონაწილეებს გაგვაცნო ტრენინგის პროგრამა,
მან მაქსიმალურად უზრუნველყო სამუშაო გარემო მონაწილეებისათვის.
ექვსი დღის განმავლობაში ვმუშაობდით შემდეგი მიმართულებით:
პირველ ეტაპზე
განხილულ იქნა შეფასების სისტემა. პედაგოგებს მიეცათ დამოუკიდებელი სამუშაო, რომლის
დასრულების შეემდეგ გაიმართა დისკუსია თავისი აქტუალობიდან გამომდინარე. საკმაოდ მნიშვნელოვანი
იყო შეფასების მიზნები, ტიპები და მეთოდები.ჯგუფური მუშაობის პედაგოგებმა შევქმენით
შეფასების რუბრიკები, გავითვალისწინეთ კრიტერუმები საკლასო და კლასგარეშე აქტივობები, საგანმანათლებლო
საქმიანობის დანიშნულება. ვფიქრობ საინტერესო იყო ჩემთვის განმავითარებელი შეფასება,
ვინაიდან უპირატესობას ვანიჭებ ბავშვებთან ურთიერთობისას, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
სხვადასხვა დეტალებიდან გამოვყოფდი შემდეგს:
Ø
ჰოლისტური
და ანალიტიკური შეფასების სქემა.
Ø
პორტფოლიო,
სასწავლო რესურსის დანიშნულება.
Ø
შეფასების
კრიტერიუმები და სქემები.
ტრენინგზე განხილული საკითხები
ჩემთვის იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი. გავიღრმავე ცოდნა სხვადასხვა
მეთოდების შესახებ, გავაანალიზე თუ რა ნაკლი აქვს ჩვენს მიერ შესრულებულ სამუსაოს
და მივიღე პროფესიონალური რჩევები არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. ვფიქრობ
უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისპორტფოლიოს სტრუქტურას და მის წარმოებას
პროფესიული განვითარების კუთხით.
Ø ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული აქტიურად ვიმუშავო და ხელი შევუწყო მოსწავლეთა
მოტივაციას.
Ø კოლეგებს აუცილებლად შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილ ცოდნასა და უნარებს, რაც ხელს შეუწყობს კომუნიკაციას,
თანამაშრომლობას, ის რაც წარმატებული
მომავლის გარანტია.
ისტორიის პედაგოგი:ნათია კალანდაძე
ა ნ გ ა რ ი შ ი
ღონისძიების დასახელება: ტრენინგი–,,სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით“
სასწავლო–საგანმანათლებლო
პროექტი ,, ადამიანი გაჭირვებაში”
ჩატარების ადგილი: ქ.ქუთაისი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ორგანიზაცია: მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი
ტრენინგის ხანგრძლივობა: ერთი დღე; 8 სთ.
თარიღი: 12.10.13
მიზანი :
Ø
საერთო ხედვისა და ღირებულებების მნიშვნელობის გააზრება
სწავლა-სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში
Ø
სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის გაანალიზება
Ø
ახალი მასალის მიწოდება საზოგადოებრივი მეცნიერებების
მასწავლებლებს, რათა დახმარება გაუწიოს მათ სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვასა
და წარმართვაში.
რეზიუმე:
Ø
ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი.
Ø
გავეცანით ტრენინგის დღის წესრიგს.
Ø
ორგანიზატორები გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმით და კომუნიკაციის
უნარით.
Ø
აქტივობა– მოლოდინები, ხელი შეუწყო ტრენერებს მიზანმიმართულობაში.
Ø
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ გამოყენებულ იქნა ინტერაქტიული
მეთოდები.
აუდიტორიის განსაკუთრებით დიდი ყურადღება გამოიწვია
ფილმმა სახელწოდებით ,,კაცი რომელიც ხეებს
რგავდა“. ფილმში თესლი ადამიანის ქმედების სიმბოლოა, ცუდისაც და კარგისაც, რომელსაც
შორსმიმავალი მიზნები და შედეგები აქვს. ფილმი გვიჩვენებს, რამდენად დიდია ადამიანის
გავლენა გარემოზე.დაგვაფიქრებს გავუფრთხილდეთ და დავუტოვოთ მომავალ თაობას მსოფლიო
იმაზე უფრო ლამაზი და პერსპექტიული, ვიდრე ჩვენ გვერგო ამ მომენტისთვის.
ფილმის შემდეგ
გაიმართა დისკუსია: ,,მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“,
ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ რომ საქართველო სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესშია
და ამ მომეტისათვის განასაკუთრებით სჭირდება რესურსები და ხელშეწყობა.
მომდევნო ფილმის თემა იყო: ,,მარტინის მოჩვენება“, პიროვნება, რომლის ცხოვრება უარყოფითად შეიცვალა საკუთარი და სხვისი ქმედებით.ეს ადამიანი
დარჩა უნარშეზღუდული ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების გამო.ნაჩვენები იყო საზოგადოების
დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. გამართულ იქნა დისკუსია ,,ჩვენი მეგობრული საზოგადოება“. თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მონაწილეებში.
არანაკლებ საინტერესო აღმჩნდა ფილმები ,,ბავშვთა უფლებები“. როდესაც კითხვები დამისვეს,
მათ შორის მახსოვს ჩემი ასეთი პასუხი: –,,წესრიგი უწესრიგობის ფონზე“. მსჯელობის თემა
იყო:,,ნებადართული და აკრძალული“. კიდევ
ერთხელ დავფიქრდი ადამიანის, პიროვნების როლზე საზოგადოებაში, მის დამოკიდებულებაზე
მოვალეობის მიმართ. რესურსზე, რომელიც აუცილებელია ამ თუ იმ სასიკეთო ქმედების განსახორციელებლად.
მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოებაში ყველაზე მთავარია გულდასმით შეასრულო შენი მოვალეობები,
იმდენად მაინც რისი საშუალებაც გექნება.
ისტორიის პედაგოგი: ნათია კალანდაძე
ნათია წარმატებებს გისურვებ! ლალიკოს ტრენინგზე ერთად ვყოფილვართ,აქ ჩემი თვიც აღმოვაჩინე :D
ReplyDeleteრამდენი დაგიწერია, ყოჩაღ. მართლა გეკუთვნის სტატუსი შენ. წარმატებები.
ReplyDelete