კონფერენციები , ფორუმები, შეხვედრები



     კონფერენციაუნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს

  29 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა მასწავლებელთა I კონფერენციაუნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტსგახსნა.
კონფერენციის მიზანია უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას; განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებისას განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზი; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.
კონფერენცია ორდღიანი იყო და 30 ნოემბერს დასრულდა.
     მონაწილეებს საკონფერენციო თემები უნდა გადაეგზავნათ 15 ნოემბრის ჩათვლით. კომისიამ განიხილა და მიენიჭათ კონფერენციაში მონაწილეობის უფლება მათ, ვინც დააკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმებს.მადლობა ორგანიზატორებს ამ არაჩვეულებრივად კარგი საქმის დაწყებისათვის. ვფიქრობ მსგავსი კონფერენციები აუცილებელია პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის.როგორც უკვე აღვნიშნე კონფრენცია გაიხსნა 29 ნოემბერს, პირველ დღეს მუშაობდა ორი სექცია და მეორე დღეს ასევე ორი. ჩემი საკონფერენციო თემა წარვადგინე მეორე სექციაში, მიმართულება–საგნის სწავლების მეტოდიკა. თსუ I კორპუსი, აუდიტორია 212, სექციური მუშაობა: 11:30– 14:00, 14:30– 17 საათი, კონფერენციის დახურვა 18:00
საკონფერენციო თემა წარვადგინე საპრეზენტაციო პროგრამით, თემის სახელწოდება: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საშუალებების ძიება ისტორიის გაკვეთილზე. აქ მოტანილი მასალა განვიხილე ჩემი მუშაობის პროცესში მიღებული გამოცდილების, დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე. პირადად მე, ამ კონფერენციამ მომცა სტიმული, ამიმაღლა განწყობა, გამიჩნდა მადლობის გრძნობა თითოეული იმ ადამიანის მიმართ ვინც მაძლევს რჩევა–დარიგებას, კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასე, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პედაგოგიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ამ კონფერენციას, ჩემთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
   კონფერენციის სამუშაო მიმართულებები ასეთი იყო:
1.      პედაგოგიკა–აღზრდის მეცნიერება
2.      საგნის სწავლების მეთოდიკა
3.      მასწავლებლის პროფესია და განათლების სამართლებრივი საფუძვლები

  ისტორიის პედაგოგი: ნათია კალანდაძე


                                                                                   
   




  ახალგაზრდული ფორუმი ,,სამოქალაქო  განათლებისა და  პედაგოგთა  გადამზადების პროგრამა"

    2013 წლის  დეკემბერს, 14:00 სთ-ზექუთაისშიზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში (ნიკიას . N 13), ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებშირომელსაც ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებსპროგრამას კოორდინირებას იმერეთის რეგიონში ქუთაისის განათლებისა და დასაქმების ცენტრი უწევს.
   მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის (ქუთაისიწყალტუბობაღდათიხონისამტრედია)  52 სკოლის 156 წარმომადგენელმასასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმასამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლებიდან.
    მოსწავლეებმა მათ რაიონში არსებულ პრობლემაზე მომზადებული პროექტების პრეზენტაცია მოაწყვეს და აუდიტორიას კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზები გააცნესწარადგინეს შესაბამისი ნახატებიმოიძიეს მხარდამჭერები.
    აღნიშნული ფორუმი მე-3 წელიარაც ხორციელდება იმერეთის რეგიონში და მასში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადსხვა სკოლის მოსწავლეები.ფორუმის მიზანია მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროების კვლევაპრობლემის გადაჭრის გზების ძიებარეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთანშემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი,რესურსების მოძიება და მათი მობილიზაციადაიგეგმება პროექტების განხორციელება დადგენილი საჭიროებების გადასაჭრელადეს პროგრამა გააუმჯობესებს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხს. ფორუმს უძღვებოდა  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი ნათია ნამიჭეიშვილი.
     ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებშირომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ- საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითიმერეთის რეგიონში პროგრამა ხორციელდება  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ.
   ვფიქრობ, აღნიშნული ორგანიზაცია პედაგოგებს ეხმარება მიიღონ გამოცდილება, რომელსაც დანერგავენ თავიანთ სკოლებში, შეძლებენ კომუნიკაციისთვის ხელშეწყობას. პირადად მე, ეს ყველაფერი ხელს მიწყობს თვითდაჯერებაში, კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, ვგრძნობ ჩემს საჭიროებას, ხელს უწყობს ჩემს პროფესიულ ზრდას. საშუალებას მაძლევს გავიცნო და ვითანამშრომლო ისეთ ადამიანებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყნის მომავლით. აღნიშნულ ფორუმში ფასილიტაცია შევასრულე ქალბატონ ლალი უშვერიძესთან ერთად, რომელიც აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, არის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის ტრენერი  სამოქალაქო განათლებაში, 2012 წლის სამოქალო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი, ღირსების ორდენის მფობელი და პრეზიდენნტის სტიპენდიანტი. სწორედ ასეთ ღირსეულ პიროვნებებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ გამოცდილება. თანამშრომლობითი სწავლება ეს არის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.
                                                                       
                                                                                          ისტორიის პედაგოგი: ნათია კალანდაძე




















სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური
                                            ღონისძიება –მრგვალი მაგიდა

   ნოემბერს ქუთაისშისამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამისფარგლებში იმერეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის რეგიონალური მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „თვითმმართველობის არსი და მისი განვითარების ეტაპები“. რომელსაც  საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი მამუკა აბულაძე უძღვებოდათვითმმართველობის არსსა და სიკეთეებზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილათუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქალაქისსოფლისთემის განვითარებისთვის ადგილობრივი მოსახლეობისაქტივობა და მონაწილეობა მათივე საჭიროებების და პრობლემების მოსაგვარებლადშეხვედრის მონაწილეებს მან თვითმმართველობის ახალი კანონპროექტი - „საქართველოს თვითმმართველობის კოდექსი“ გააცნო და მასში გათვალისწინებულ ძირეულ ცვლილებებზე ესაუბრა.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსიარომელშიც მრგვალი  მაგიდის მონაწილენი აქტიურად ჩაერთვნენპოლემიკა განსაკუთრებით სოფლის თვითმმართველობის საკითხებზე შედგა და გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები.
   პედაგოგთა ფორუმის იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა სოფიო მურუსიძემ  პედაგოგებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ახლახან შექმნილი „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ შესახებგააცნო  მისი მიზნებიხედვაამოცანები და მასში გაწევრიანების  წესები და პირობები.
 რეგიონალურ მრგვალ მაგიდას იმერეთში სამოქალაქო განათლების 45 პედაგოგი დაესწრო.





 ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ დავით აღმაშენებლს მიუძღვნა სიმპოზიუმი სახელწოდებით ,,სახელმწიფოებრიობა წარსულში, აწმყოსა და მომავალში".


  დავით აღმაშენებლის დაბადებიდან   941
  
                                            გამეფებიდან    925

                                            გარდაცვალებიდან 889

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივის ღვაწლომოსილ მეფეს.

სიმპოზიუმი მიჰყავდათ: IX კლასის მოსწავლეს ნიკა ახვლედიანს და XI კლასის მოსწავლეს ანანო სირაძეს.












სიმპოზიუმი მონაწილეებს მიესალმნენ საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრები. 

დავითობა ანა კალანდაძის ლექსით მიულოცა მონაწილეებს ნინო ბუხრაშვილმა.


წარმოდგენილ იქნა შემდეგი თემები: 

1.VI ბ კლასის მოსწავლეები:ლუკა უკლება, თამაზ გელხვიიძე და ნიკა ჩაგუნავა ,,დავით აღმაშენებლის საშინაო და საგარეო პოლიტიკა" 


2. VI ბ  გვანცა ცნობილაძე: ,, დავით ღმაშენებლის პოლიტიკური მოღვაწეობა"

3. IX    შალვა მანაგაძე,,დავით IV აღმაშენებელი"


4. IX ბ    ჰენრი ლაშქარეიშვილი,,დიდგორის ბრძოლა"

5. XI ა    ხატია ხორგუაშვილი ,,გიორგი მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი"

6. XI ა   ზაზა ორმოცაძე ,,გალობანი სინანულისანი"


7. XI ა   ვერიკო ჯელაძე ,,ლეგენდები თავითზე"

8. VIII  კლასის მოსწავლე ნინო ისაკაძე  და VII ა    კლასის მოსწავლე  მარიამ კობერიძე ,,უცნობი დიდებულის საფლავი გელათში"

9.  Xკლასის მოსწავლე თამარ სოფრომაძე ,,დავით აღმაშენებელი მეფე და პიროვნება"


აღნიშნულმა თემებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია  მოსწავლეებში, გაიმართა დისუსია დავითის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ  ქართველმა ერმა და ისტორიამ უკდავჰყო დიდებულ მეფე დავითის, საქართველოს გამაერთიანებელის და აღმაშენებელის, მისის პოლიტიკურისა და ეკონომიურის ძლიერების შემქმნელის, სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლის სათაყვანებელი სახელი.













           მრგვალი მაგიდა:    ,,თამარ მეფე და მისი მემკვიდრეები“

 

 2014 წლის 14 მაისს გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: ,,თამარ მეფე და მისი მემკვიდრეები“, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები და კათედრის წევრები. ვფიქრობ თემა სწორად იყო შერჩეული. მოსწავლეებს მივეცით გარკვეული დრო: ერთი თვე, სადაც გაკვეთილების შემდეგ ვაძლევდით მიმართულებებს, შეხვედრების შემდეგ შევადგინე  სადისკუსიო კითხვები.
                                                                  
         

დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ მოსწავლეები მეექვსედან მეთერტმეტე კლასის ჩათვლით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძალიან თბილი ურთიერთობა უყალიბდებათ, ვინაიდან ურთიერთობისას გამოხატავენ ურთიერთპატივისცემას. მსგავსი სამეცნიერო ტიპის შეხვედრა, ხშირად  მოსწავლეებში არ იწვევს დაინტერესებას, თუმცა ამ ეტაპზე ამ მხრივ ნაბიჯი გადაიდგა. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, რასაც განაპირობებდა არა მარტო სადისკუსიო კითხვები, არამედ მსჯელობაში მათ მიერ გამოთქმული საინტერესო მოსაზრებები. 



                    





კათედრის წევრები ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ბავშვების ინტერესები, ვასწავლოთ ეროვნული ღირებულებების დაცვა, იყვნენ ტოლერანტები. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის რომ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლის მიერ ჩადებული შრომა, ეს არის ბაზა, რომლის შედეგსაც აუცილებლად მივიღებთ. ამის დამადასტურებელია მათ მიერ გამოჩენილი აქტიურობა, თუმცა ვფიქრობ ეს საკმაოდ დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. მომავლაში აუცილებელია მეტი ყურადღებით გავიაზროთ ამ ბავშვებთან მუშაობის აუცილებლობა. 







 ვფიქრობ, მომამავალ წელს გავიდეთ აუდიტორიიდან და უშუალოდ შევუერთდეთ ღონისძიებას გეგუთში თამარის ნაკვალევზე. ბავშებისთვის საინტერესოეს მეტად იქნება,უმჯობესია სიღრმისეული განათლების მისაღებად თითოეულ ამ საკითხზე უფრო სხვა აქტივობები დაიგეგმოს, თუმცა დისკუსია ყველას მოსწონს და მეტად მისაღებია მათთვის.


                    
                                     ,, მასწავლებელი მეგზური ევროპისაკენ“


2014  წლის 30–31 მაისს თბილისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფისში გაიმართა სემინარი     სახელწოდებით   ,, მასწავლებელი მეგზური ევროპისაკენ“. სემინარი გაიხსნა 30 მაისს. სემინარს ესწრებოდნენ მასწავლებლები საქართველოს მასშტაბით, ისინი აქ კონკურსის წესით იქნა შერჩეული. 






      სემინარის  მოდერატორი იყო ქ–ნ თამარ მედულაშვილი (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე). მონაწილეობას ღებულობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი ვინც დაინტერესებული არიან ქვეყნის განვითარებით.  მეორე სესიის თემა იყო: ევროპული პროექტები მასწავლებელთათვის, პროექტში ჩართვის შესაძლებლობები, პროექტების მნიშვნელობა.  31 მაისი, პირველი სესია: ევროპული ფასეულობები საჯარო სკოლებში, პედაგოგის ვალდებულებები და უფლებები.მეორე სესია: საჯარო სკოლებში ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და განმტკიცება, ევროკავშირის თემების სწავლების მეთოდები.მესამე სესია–მასწავლებლის რეკომენდაციები და დასკვნითი სესია.




თითოეული სესია დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მან უნდა დააკვირდეს, გაანალიზოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. გაიაზროს განათლების მნიშვნელობა, საზოგადოების, პედაგოგის როლი. ევროპული ღირებულებები დააფასოს და  მასთან  ერთად   შეინარჩუნოს ქართული. ეს იყო დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამაღლებს ჩვენს მოტივაციას, პასუხისმგებლობას, მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. 




მადლობას ვუხდით ამ პროექტის ორგანიზატორებს, თითოეულ იმ პირს ვინც იზრუნა იმისთვის, რომ ეს დღე არ დაგვავიწყდეს და ქვეყანა აღიარებს იმას, რომ პედაგოგები  ის ძალაა, რომელიც  ზრუნავს სახელმწიფოს განვითარებისათვის. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა  შევხვედროდით იმ ადამიანებს, რომლებიც კომპეტენტურები არიან თავიანთ საქმეში. ვფიქრობ, აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი სახელმწიფოსა და პედაგოგებს შორის.კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს ამ კარგი საქმისთვის.  


                           უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს


    6 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავს მასწავლებელთა II კონფერენციას - უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს (სწავლებისა და განათლებისპრობლემები). 




კონფერენცია მიზნად ისახავს უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას; განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებისას განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზს; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმასა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვას სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.



კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩემი საკონფერენციო თემა წარვადგინე პირველ  სექციაში, მიმართულება – პედაგოგიკა. თარიღი: 2014 წლის 7 ივნისი, სექციური მუშაობა:12:00 –14:30; 15:00 –17: 00; კონფერენციის შედეგების შეჯამება–17:00 –18:00 ; ქუთაისი, ნიკეას  II შესახვევი N8  რეგლამენტი მოხსენებისთვის –15 წუთი, დისკუსია–5 წუთი    საკონფერენციო თემა წარვადგინე საპრეზენტაციო პროგრამით, თემის სახელწოდება: ,,პროექტული სწავლების როლი აღზრდაში“. აქ მოტანილი მასალა განვიხილე ჩემი მუშაობის პროცესში მიღებული გამოცდილების, დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე. დასკვნაში ავღნიშნე, რომ  მოსწავლე, ეს არის ის ძალა, რომელიც სახელმწიფოს მომავალს განსაზღვრავს, ეს  სრული ჭეშმარიტებაა, დათრგუნული, დეპრესიული თაობა სიკეთეს ვერ მოიტანს.მაგარამ  მაშინ, როცა ისინი გააცნობირებენ, რომ შეუძლიათ შექმნან, მართონ და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შინაგან სიმტკიცეს, თვითდაჯერებას განამტკიცებს. სკოლა პატარა სახელმწიფოა, სადაც თითოეულ მოსწავლეს თავისი მოვალეობა აკისრია. ამ ყველაფრის გაგება კი განსაკუთრებით  შეუძლიათ პროექტული სწავლებით, ამ მეთოდის როლი ძალზე დიდია.



ვფიქრობ, აღნიშნული ტიპის კონფერენციები აუცილებელია პედაგოგის განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის. მნიშვნელოვანია მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა უნივერსიტეტთან, ისინი ერთ ჯაჭვს უნდა ქმნიდნენ, რაც მომავალში ქვეყნის სიძლიერეს განაპირობებს. ხელს უწყობს გაეცნოს ამა თუ იმ რეგიონში მცხოვრებ კოლეგებს, მათი ცხოვრებისა და მუშაობის წესს, რაც მთავარია გაიზიარონ ერთმანეთის გამოცდილება. მსგავს კონფერენციებში ჩადებული ინვესტიცია, აუცილებლად მოუტანს სახელმწიფოს შედეგს.


                                           მოსახლეობის ფორუმი იმერეთში
                                          ნათია კალანდაძე– ფასილიტატორი

2014 წლის 18 და 24 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა მოსახლეობის ფორუმი, რომელსაც ორგანიზება ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა გაუწია (KEDEC) პროექტის ’’ეს მუშაობს’’ ფარგლებში
პროექტს ევროკავშირის ფინასნური მხარდაჭერით ქალაქ ქუთაისის მერია ახორციელებს
მოსახლეობის ფორუმში მონაწილეობა 120 –მდე სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირმა მიიღო, მათ შორის დასაქმებულები, სამსახურის მაძიებლები, დიასახლისები, მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, იძულებით გადაადგილებული პირები, აქტიური მოქალაქეები, რომლებმაც იმსჯელეს ახალგაზრდულ საკითხებსა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. ფორუმის მონაწილეებმა განსაზღვრეს 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები
                                          

ფორუმზე ჯგუფებში მუშაობის შედეგად მომზადდა საპროექტო წინადადებები. პროექტის ,,ეს მუშაობს’’ ფარგლებში 8 ფორუმი გაიმართება და სწორედ ამ ფორუმების დახმარებით შეიქმნება მოსახერხებელი სისტემა ბიუჯეტის მოსამზადებლად და ჩამოაყალიბდება მეთოდოლოგია საბიუჯეტო თემების განხილვის პროცესებში მოქალაქეთა გასააქტიურებლად
ფორუმზე პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს შორის ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქციის პრეზენტაციები წარმოადგინეს


პროექტის ,,ეს მუშაობს’’ მიზანია ქალაქ ქუთაისის მოსახლეობას და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს შორის ეფექტური თანამშრომლობა, ღია დიალოგის წარმართვა და ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით მოსახლეობის ჯგუფების აქტიური ჩართვა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებისა და ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში.
ფასილიტაციის როლი ადრეც დაუკისრებიათ, მაგრამ ეს საოცრად განსხვავებული იყო, ჩემი პიროვნული განვითარებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვან მომენტად ჩავთავალე.ძალიან საინტერესო იყო ამ გარემოში მუშაობა, იღებ გამოცდილებას, აკვირდები დააანალიზებ.იძენ გამოცდილებას და თვითდაჯერებას, ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანია.ვფიქრობ, პედაგოგის მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.




No comments:

Post a Comment