კათედრის წევრები ვმსჯელობთ და ვაფასებთ 2013 წლის პირველ სემესტრს და ვგეგმავთ ახალ აქტივობებს
თანამშრომლობა სხვადასხვა აქტივობებში:
,,საქართველო დღეს"
,, ქართული ბიზნესი დღეს და ხვალ"
,,წარსულის გაცოცხლება"
ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების
გაზიარება ძევრის საჯარო სკოლაში
2013 წლის 23 დეკემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორმა მანუჩარ ფანჩულიძემ მიმიწვია, რათა კოლეგებისთვის
გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება. მინდა ავღნიშნო ის სითბო და მეგობრული დამოკიდებულება,
რომელიც ამ ადამიანებში იგრძნობოდა. მაშინ, როდესაც გიწევს შეხვედრა იმ პიროვნებებთან,
რომლებაც თაობები აღზარდეს გრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას მათ წინაშე. დღესაც არ მავიწყდება
ის ინტერესი, რაც მათ გამოიჩინეს ჩემს მიმართ. კითხვები იყო გააზრებული, მიმართული
მომავალი მუშაობის წარმართვაში. დეტალურად განვიხილეთ პორტფოლიოს დანიშნულება, ჩემი
გამოცდილებიდან და სქემის კონსულტანტის რჩევების საფუძველზე, რომელიც მე მისგან მივიღე ავხსენი მუშაობის მექანიზმი, თუ როგორ დაგეგმონ
აქტივობები, დაწერონ ანგარიში თითოეულის შესახებ, ჰქონდეს თავისი დამადასტურებელი მასალა.
ამ დღეს
ყოველთვის მოკრძალებით ვიხსენებ და მჯერა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად სურთ მომავლისაკენ
იარონ თანამშრომლობის, კოლეგიალური დამოკიდებულების საფუძველზე. თითქმის უკვე ორი წლია,
რაც ჩვენი სკოლა, ქუთაისის N15 საჯარო თანამშრომლობს სოფელ გეგუთისა და ძევრის საჯარო
სკოლებთან. ისინი მონაწილეობენ ჩემს პროექტებში
ჩვენს ბავშვებთან ერთად. ვფიქრობ,რომ ეს არის
სწორედ წარმატებული მომავლის გარანტი.
No comments:
Post a Comment